თუ გსურთ მიიღოთ სასურველი თანხა, უსწარაფესად, ყველაზე დაბალ პროცენტში - ეწვიეთ ვებსაიტს BIC.GE

სარეკლამო პოზიცია

სპეციალური შემოთავაზება

ურთიერთობის რა ტიპები არსებობს? 855

ურთიერთობა – ეს არის უდიდესი სამყარო, რომელიც გამოირჩევა სახეობებისა და ფორმების მრავალფეროვნებით. თუ დაფიქრდებით იმაზე, რამდენად განსხვავებულად მიმდინარეობს თქვენი ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან, მიხვდებით რაზეა საუბარი.

იმის მიხედვით, თუ ვის რა საზოგადოებასთან აქვს კონტაქტი, გამოიყოფა ურთიერთობის შემდეგი ტიპები:
- პიროვნებათშორისი ურთიერთობა, რომელშიც ერთი ადამიანი ურთიერთობს ერთ ან რამოდენიმე ადამიანთან;
- ჯგურუფი ურთიერთობა, როცა ერთი ადამიანი ეკონტაქტება ადამიანთა ჯგუფს (მასწავლებელი კლასში, ლექტორი აუდიტორიაში, ახალი თანამშრომელი საწარმოში და ა.შ.);

- მასობრივი ურთიერთობა, რომელიც მდგომარეობს ერთი ადამიანის ურთიერთობაში ადამიანების დიდ ჯგუფთან ან მთელ მასასთან: (ორატორი მიტინგზე);
- ერთი დიდი ჯგუფის ურთიერთქმედება მეორეზე (სადემონსტრაციო კოლონები, სამხედრო ქვედანაყოფები, სპორტის გულშემატკივრები);
- ადამიანის მრავალჯერადი კონტაქტი ადამიანების სრულიად განსხვავებულ ნაკადებთან (ავიაბილეთების გამყიდველი, დირექტორი, საზოგადო მოღვაწე);
- რადიო ან ტელე-წამყვანის ურთიერთობა მსმენელთან და მაყურებელთან.

ურთიერთობის ტიპების თავისებურებები:

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ურთიერთობის სახეობას აქვს თავისებურებები და წესები. რაც უფრო ნაკლები ადამიანი მონაწილეობს ურთიერთობაში, მით უფრო მეტ შესაძლებლობას იღებს ის, იყოს ნათელი და ღრმა.

ორი-სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ურთიერთობა საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ გაჩნდეს ნდობა, ადამიანებმა გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი აზრი და სურვილები, გაუგონ ერთმანეთს უკეთესად და ა.შ.

რაც უფრო მასიურია ურთიერთობა, მით უფრო ზედაპირულია დამოკიდებულება. მაგალითად, სუპერმარკეტის გამყიდველს, რომელსაც დღის მანძილზე ურთიერთობა აქვს ათასობით ადამიანთან, ან ორატორს მიტინგზე, რომელიც იძულებულია პლაკატის ენით ისაუბროს, სულ არ სცალია ფსიქოლოგიური ნიუანსებისა და ღრმა გრძნობებისთვის.

გაიხსენეთ ჩვეულებრივ როგორ ურთიერთობენ ადამიანები.

ზოგს უყვარს დომინირება და სხვების დაქვემდებარება პირდაპირი ავტორიტარული ზეწოლით. ზოგი ამას აღწევს ეშმაკობით, ინტრიგებით და მოხერხებულობით. სხვებს ურჩევნიათ მარტივი და თანასწორი ურთიერთობა და არ ისახავენ არანაირ ძალაუფლებრივ მიზნებს.

შესაბამისად გამოიყოფა პიროვნებათშორისი ურთიერთობის შემდეგი ტიპები:

1) ავტორიტარული (რომელიც გულისხმობს ერთი ადამიანის მეორეს მიმართ ამა თუ იმ დონის დაქვემდებარებას, რისთვისაც გამოყენებულია ზეწოლის ისეთი პირდაპირი ფორმები, როგორიცაა მოთხოვნა, მუქარა, ბრძანებითი კილო და ა.შ.);

2) მანიპულატორული (რომელიც ეფუძნება ფარული ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანების დაქვემდებარებას, როგორიცაა ტყუილი, შანტაჟი, ჭორი, ინტრიგა);

3) დიალოგური (რომელიც გამომდინარეობს თანაბარი ურთიერთობებისგან, რაც ითვალისწინებს პარტნიორების ერთნაირ ინტერესებს).

ექსპერტები ასევე გამოყოფენ ფორმალურ (საქმიან) ურთიერთობას, რომელიც მიმართულია გარკვეული შედეგის მიღწევაზე და მეტწილად დაკავშირებულია სამსახურთან და არაფორმალურ ურთიერთობას, რაც გულისხმობს თავისუფალ, ყოველგვარი ჩარჩოებისგან გათავისუფლებულ ურთიერთობას, რაც გამიზნულია სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, აზრთა გაცვლისა და სულიერი კონტაქტისთვის (ასეთი ურთიერთობა შესაძლებელია თავისუფალ და დასვენების დროს).

სწორედ ამიტომ, მეგობრული, თავისუფალი და შინაურული ურთიერთობისგან განსხვავებით, საქმიანი ურთიერთობები შეზღუდულია ფორმით, პროტოკოლით და ფუნქციით.

სწორედ ამიტომ არის, რომ სამსახურში ადამიანები ხშირად ამ როლებს ირგებენ და ისე ურთიერთობენ, რომლის მიღმაც იმალება მათი რეალური პიროვნული თვისებები.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



All Right Reserved. © 2016