თუ გსურთ მიიღოთ სასურველი თანხა, უსწარაფესად, ყველაზე დაბალ პროცენტში - ეწვიეთ ვებსაიტს BIC.GE

სარეკლამო პოზიცია

სპეციალური შემოთავაზება

5 სავარჯიშო ორატორებისთვის 741

ორატორული ხელოვნება – ეს ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სურს, რომ მისი ესმოდეთ. სიტყვების დახმარებით ჩვენ ვახორციელებთ ყველაზე მთავარ ფუნქციას - ინფორმაციის გადაცემას. იდეალურია მდგომარეობა, როცა ადამიანის მაღალი იდეები და მისი შინაგანი ქარიზმა ემთხვევა.

დასაწყისისთვის საჭიროა მოიძიოთ სწორი და საჭირო ლიტერატურა. დაიწყეთ ანტიკურიდან, ორატორული ხელოვნების შექმნისა და აყვავების პერიოდით, გაიარეთ ყველა მნიშვნელოვანი თეორიული გამოცემა, რომლებიც დაგეხმარებიან იმ აზრის ჩამოყალიბებაში, თუ რა უნდა ისაუბროთ, რა პირობებში, როგორ, ვისთან და ა.შ.
ორატორული ხელოვნება – ეს არის არამარტო საუბრისა და ჟესტების ცოდნა, არამედ ინტელექტუალური შრომა. თქვენს მიერ გადმოცემული ნააზრვეი უნდა იყოს გასაგები და დასმულ შეკითხვებზე პასუხების ვარიანტებიც გააზრებული უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. უნდა გესმოდეთ რომელ ძაფებს მოქაჩოთ, რისი თქმა შეიძლება და რისი არა გერემოებებიდან გამომდინარე.

რა უნარები უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ ორატორულად ისაუბროთ? - უპირველეს ყოველისა შეადგინეთ გამოსვლის გეგმა, მოახდინეთ დროში მკაფიო ორიენტირება. თუ თქვენ მასალას ფლობთ და შეგიძლიათ მასში მარტივად ორიენტირება, მაგრამ სტრუქტურირებული არ გაქვთ ის, სავარაუდოდ ვერ მოახერხებთ სათქმელის მიტანას მსმენელამდე. ჩვეულებრივ ითვლება, რომ ადამიანს სჭირდება სულ რაღაც 10 წამი იმისათვის, რომ გაარკვიოს დაინტერესებულია თუ არა იმით, რასაც უსმენს. ამიტომ, თქვენ გჭირდებათ ასევე მოისმინოთ ცნობილი ორატორების გამოსვლები. ისწავლეთ მზერის მიპყრობა. ყურადღება მიაქციეთ მათ ქცევას, გამოთქმებს, სიტყვისა და აზრის მონაცვლეობას, რომლებიც მათ ახასიათებთ.
რაც შეეხება დამატებით პრაქტიკულ ვარჯიშს, თქვენ უნდა ისწავლოთ პუბლიკის წინაშე საუბარი, თან ნებისმიერ თემაზე. ხშირად ორატორებს ნორმალურად გამოსვლაში ხელს უშლით თავიანთი კომფორტის ზონა. ბევრი ადამიანი რეპეტიციის დროს კარგად გამოდის სიტყვით, მაგრამ პუბლიკის წინაშე იბნევა, რადგან უჩნდება შიში, რომ საკმარისად არ იცის, საკმარისად გაცნობიერებული არ არის საკითხში და ა.შ.  ამიტომ, შერჩეულ ლიტერატურას დაუმატეთ ლექსიკონებიც. ყოველ დღე ისწავლეთ და დაიმახსოვრეთ მინიმუმ 5 სიტყვა, გაიმეორეთ დღის მანძილზე, დანერგეთ საუბარში, დისკუსია მოაწყვეთ ნებისმიერ თემაზე.
უფრო მეტი პროფესიონალური დონის მისაღებად ფილტვებიც კარგად განვითარებული უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ სწორად სუნთქვას მიეჩვიოთ.
ორატორული საუბრის ყველა ძირითადი ასპექტის ცოდნა საშუალებას მოგცემთ დაიხვეწოთ ამ მხრივ და მოხიბლოთ ადამიანები თქვენი მელოდიური, ლამაზი და მომაჯადოებელი გამოსვლით.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



All Right Reserved. © 2016