თუ გსურთ მიიღოთ სასურველი თანხა, უსწარაფესად, ყველაზე დაბალ პროცენტში - ეწვიეთ ვებსაიტს BIC.GE

სარეკლამო პოზიცია

სპეციალური შემოთავაზება

ფსიქოლოგი ორგანიზაციაში 134

საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკა, მსხვილ კომპანიებში ფსიქოლოგის დაქირავება, ნელ-ნელა ჩვენთანაც მკვიდრდება.

დღეისათვის სულ უფრო მეტი მსხვილი კომპანია ცდილობს დააკმაყოფილოს მსოფლიოს ბიზნეს-სტანდარტები, ამიტომ, აქვთ ფსიქოლოგის შტატი, ზოგჯერ ფსიქოთერაპევტისაც კი.

განსხვავება ამ ორ პროფესიას შორის არის ის, რომ ფსიქოლოგი ახდენს თანამშრომლის შეფასებას, ხოლო ფსიქოთერაპევტი დაკავებულია პრობლემური თანამშრომლის პირადი საკითხებით და იმ მიზეზების გარკვევით, რამაც გართულებები გამოიწვია.

ფსიქოთერაპევტის დამქირავებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი თანამშრომლები ნაკლებად პრობლემიანები და უფრო მეტად შრომისუნარიანები და პროდუქტიულები არიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის ოფიციალურ შტატ-თანამშრომლად დაქირავება დასავლეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველოში და ზოგადად პსოტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში ცოტა სხვაგვარად არის საქმე, რადგან ჩვენს ქვეყნებში მოსახლეობის ზოგადფსიქოლოგიური განათლება ჯერ კიდევ ძალიან დაბალ დონეზეა, ბევრი ხელმძღვანელი და დაქირავებული მუშაკი, ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს ორგანიზაციაში ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის შტატის დაშვებაზე. მათ ჰგონიათ, რომ ეს სამედიცინო სფეროა, ეჭვობენ, რომ ფსიქოთერაპევტი მათ საიდუმლოს გასცემს, იჭორავებს მათ სუსტ წერტილებზე მას შემდეგ, რაც მასთან კონსულტაციას გაივლიან.

გაცილებით მარტივად უდგებიან საქმიანი ფსიქოლოგის კანდიდატურას, რომელიც ახდენს თანამშრომლების შერჩევისას მათ შეფასებას, ანუ ერთგვარი ორგ-კონსულტანტის ფუნქცი აქვს.

მოსახლეობის ფსიქოლოგიური განათლების დონის ამაღლება - ეს არის მსოფლიო პროცესი და ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს კარგად განვითარებული ფსიქოლოგიური ქსელი, ასევე კარგად განვითარებული საკონსულტაციო ტრენინგ-ინდუსტრია.

მაგალითად აშშ-ში, ფულადი სახსრების საერთო რაოდენობა, რომელიც ამ სფეროში ტრიალებს, აჭარბებს 1 მლრდ აშშ დოლარს წლის მანძლზე.

ჩვენთან ეს პროცესი ჩამორჩენილია, მაგრამ ნელ-ნელა, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რამდენად სასარგებლოა, რამდენად საჭიროა ეს, რადგან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სტრესით, რუტინული მუშაობით, რასაც ადამიანის ფსიქიკა ყოველთვის ვერ უძლებს და შესაბამისად კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებასაც საჭიროებს.

გარდა ამისა, თავად ფსიქოლოგებიც კი მიდიან სხვა ფსიქოლოგებთან კონსულტაციებზე, რადგან მათ ესმით, რამდენად აუცილებელია ეს მათთვისაც კი. რაც არ უნდა გაწონასწორებული იყოს ადამიანი, ის ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს. ეს ნორმალური მსოფლიო პროცესია – ფსიქოლოგი ეს საშიში არ არის, ეს აუცილებელია.

თავად ფსიქოლოგები საკუთარ პროფესიას ოპტიმისტურად უყურებენ. მათ ესმით, რომ კორპორატიულ სფეროში მათზე მოთხოვნა ძალიან მზარდი არის და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

თუმცა არის პრაქტიკა, როცა ფსიქოლოგის ნაცვლად კომპანიები ქირაობენ ივენთ-მენეჯერებს და ავალებენ, რომ პერიოდულად, დაძაბული სამუშაო რეჟიმისგან განტვირთვის მიზნით, თანამშრომლებისთვის დაგეგმონ გასართობი საღამოები, სადაც ისინი შეძლებენ მოეშვან, განიმუხტონ, გაერთონ და ერთმანეთთან ურთიერთობა იქონიონ თავისუფალ, მეგობრულ გარემოში.
სხვათა შორის ეს მეთოდი საკმაოდ კარგად მუშაობს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



All Right Reserved. © 2016